2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს.
საკრებულოს წევრებმა სხდომაზე ინფრასტრუქტურის მიმართულებით ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტის ანგარიში მოისმინეს. 2018 წელს ქალაქის განვითარებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მათ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსება ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება იყო. დასახული პრიორიტეტის შესაბამისად, ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მობილიზებული იქნა ფინანსები ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური კომუნალური სერვისების განვითარების მიმართულებით, კერძოდ: საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდა 36 440,7 ათასი ლარი; საბაზისო კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარებას - 26 033,2 ათასი ლარი; ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას - 13 060,2 ათასი ლარი; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერას, ბინათმშენებლობასა და ავარიული შენობების რეაბილიტაცია-დემონტაჟს - 4 426,1ათასი ლარი; მუნიციპალური სასაფლაოების მოწყობასა და მოვლა-პატრონობას - 970.8 ათასი ლარი; ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვასა და მართვას - 1 186,9 ათასი ლარი.
კომისიის სხდომაზე იმსჯელეს ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ტურისტული ავტობუსების მოძრაობის მარშრუტის დამტკიცების დამტკიცების თაობაზე, ასევე, - „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M 2 და M 3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის, უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) და კონკურსის წესით გამოვლენილ გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმების და სანებართვო მოწმობის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 ივნისის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტზე.
კომისიის წევრებმა იმსჯელეს საკრებულოს დადგენილების პროექტზე, რომელიც ბათუმის გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებას ითვალისწინებს.
კომისიამ, რომელსაც ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების საკრებულოს სხდომაზე განხილვა მიზანშეწონილად მიაჩნია.