ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა
24 აპრილი 2019
 

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე დღეს კომისიის წევრებმა ჯანმრთელობისა და სოციალური მიმართულებით ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინეს. 

საკითხის მომხსენებლის, მერიის ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის სოფიო მიქელაძის განცხადებით, ქალაქში ცალკეული პროექტების განხორციელების პარალელურად საბიუჯეტო დაფინანსების ძირითად პრიორიტეტს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენდა.
დასახული პრიორიტეტების შესაბამისად, ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან არაერთი პროგრამა განხორციელდა. მათ შორის: ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული ფორმების დიაგნოსტიკა და პრევენცია - შესრულდა 28% -ით; ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია - შესრულდა 91%-ით; მოწყვლადი ჯგუფების სტომატოლოგიური და ორთოპედიული მომსახურება - შესრულდა 95,9%-ით; C ჰეპატიტის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მონიტორინგის თანადაფიანასება - შესრულდა 100%-ით; შ.შ.მ. სტატუსის ბავშვთა და ვეტერანთა საკურორტო სამკურნალო-რეაბილიტაცია - შესრულდა 94,1%-ით; ახალშობილთა და ბავშვთა განვითარების შეფერხების პრევენცია და რეაბილიტაცია - შესრულდა 97,7%-ით; ჰემოდიალიზის ცენტრის პაციენტთა და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა მატერიალური დახმარება - შესრულდა 78,3%-ით; მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება - შესრულდა 95,4%-ით; ქ.ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურების განვითარება. შპს ,,ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის’’ ადმინისტრაციის სახელფასო დანამატი - შესრულდა 97,7%-ით; თემზე დაფუძნებული მობილური ჯგუფის მომსახურება - შესრულდა 100%-ით.
სოციალური უზრუნველყოფის კუთხით განხორციელდა შემდეგი პროგრამები: მოწყვლადი სოციალური კატეგორიების მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფა - შესრულდა 91,3%-ით; მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის სუბსიდირება - შესრულდა 99,0%-ით; მზრუნველობას მოკლებულ ბენეფიციართა მოვლა-პატრონობა და მოვლის საჭიროების მქონე პირთა დახმარება - შესრულდა 99,4%-ით; ღამის დროებითი თავშესაფარი - შესრულდა 92,3%-ით; მუნიციპალური უფასო სასადილო - შესრულდა 97,3%-ით; მოწყვლადი სოციალური კატეგორიებისთვის მინიმალური სოციალური პირობების შექმნა - შესრულდა 86,7%-ით; შ.შ.მ. მქონე პირების გამცილებლით უზრუნველყოფა - შესრულდა 90,4%-ით; ბათუმის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების სანიტარული მონიტორინგი - შესრულდა 100,0%-ით; დეზინფექცია დერატიზაციის ღონისძიებები - შესრულდა 98,2%-ით; საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა - შესრულდა 95,3%-ით; ერთჯერადი მატერიალური დახმარება - შესრულდა 99,6%-ით; შ.შ.მ. პირების ასისტენტით მომსახურება - შესრულდა 90,4%-ით; დასაქმების ხელშეწყობა - შესრულდა 22,0%-ით; სანიტარული ზედამხედველობა და ეპიდ-სიტუაციის მართვა - შესრულდა 100,0%-ით.
კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის საკრებულოს მორიგ სხდომაზე განხილვა მიზანშეწონილად მიიჩნიეს.
სხდომას ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დიმიტრი ჭეიშვილი უძღვებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2215
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები