2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
დღეს, ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საზოგადოება "ბათომის“, პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.
როგორ მუშაობს დღეს არსებული სახელმწიფო სისტემა კულტურულ მემკვიდრეობის დასაცავად? რა წერია აჭარაში მოქმედი სხვადასხვა სააგენტოს, საბჭოსა თუ მერიის სამსახურების დებულებებაში და რამდენად უზრუნველყოფს სისტემა ძეგლების დაცვას- ანალიზი, ამასთან დაკავშირებით, საზოგადოება ''ბათომის'' დაკვეთით მომზადდა, რომლის მიხედვით, ,,კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მართვისა და დაცვის პრინციპები, რაც განსაზღვრულია საერთაშორისო გამოცდილებითა და პრაქტიკით, დებულებით მხოლოდ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ევალება.
როგორც შეხვდრაზე ითქვა, დოკუმენტი საზოგადოება „ბათომის“ მიერ, „იკომოს საქართველოს“ პრეზიდენტის, ნატო ცინცაბაძის კვლევის საფუძველზე, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში მომზადდა, რომლის მიზანია, ისტორიულ ბათუმში ძეგლთა დაცვაზე ორიენტირებული, ადეკვატური პოლიტიკა შემუშავდეს და დაინერგოს. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელი იყო გაანალიზებულიყო რეგიონში ძეგლთა დაცვის მმართველობითი სისტემა და სპეციალისტების მიერ მომზადებულიყო რეკომენდაციები.
საზოგადოება „ბათომის“ წევრების თქმით, რეკომენდაციების პაკეტი უკვე გამოქვეყნებულია და ის ღიაა გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და უწყებებისთვის, რომ ჰქონდეთ მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრატეგია ისტორიული ქალაქის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განვითარებისთვის.
პრეზენტაციას, საკრებულოს წევრები, ქალაქის მერი, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.