ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომა
11 აპრილი 2019
 

ბათუმის საკრებულოში, 12 აპრილს, ჩანიშნული მორიგი სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა მიმდინარეობს.

იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომაზე დღეს 9 საკითხი განიხილეს, საკითხები კოლეგებს კომისიის თავმჯდომარემ ომარ მახარაძემ გააცნო.
კომისიის წევრებმა, პირადი განცხადების საფუძველზე ირაკლი მიქელაძისთვის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი ცნობად მიიღეს და მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.
დღესვე, კომისიაზე, ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის აღამასრულებელ ორგანოსა და შპს “NEWLINE”-ს შორის დადებულ, პირობებით გამოცხადებული აუქციონის 2018 წლის 17 მაისის №8 ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ განკარგულების პროექტი განიხილეს, ასევე მხარი დაუჭირეს ტერენტი გრანელის ბიუსტის ბათუმის ცენტრალურ პარკში განთავსების საკითხს და მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების 2019 წლის გეგმის დამტკიცებას.
საკრებულოში კიდევ ერთი ფრაქცია დარეგისტრირდა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომისიის წევრებმა ახალი ფრაქციის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის სამართლებრივი საკითხები განიხილეს და შესაბამისი დასკვნა მოამზადეს.
იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიამ წარმოდგენილი საკითხების განხილვა საკრებულოს მორიგ სხდომაზე მიზანშეწონილად მიიჩნია.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2163
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები