2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
2019 წლის ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებები იყო დღეს, საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა.
ცვლილებები ბიუჯეტში, კომისიის წევრებს, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ედნარ ნატარიძემ წარუდგინა. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები 1,106.1 ათასი ლარით იზრდება. პროექტით ხორციელდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შემოსულობების და ნაშთის ცვლილება, ასევე გადასახდელების ცვლილება ცალკეული პროგრამების/ქვეპროგრამების მიხედვით.
როგორც კომისიაზე ითქვა, ნამატი თანხა ძირითადად ინფრასტრუქტურულ, ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებს , ასევე განათლების, კულტურისა და სპორტის ღონისძიებებს მოხმარდება.
კომისიამ, დღესვე ცნობად მიიღო, ინფორმაცია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ავარიული და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი საცხოვრებელი შენობა-ნაგებობების შესახებ.
საკრებულოს წევრებმა, წარმოდგენილი საკითხების გატანა საკრებულოს მორიგ სხდომაზე მიზანშეწონილად ჩათვალეს.