2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
შეხვედრა მოსახლეობასთან
01 აპრილი 2019
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე და მაჟორიტარი დეპუტატი ნატალია ზოიძე, ქალაქის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად დღეს ბაგრატიონი 1-ის მოსახლეობას შეხვდნენ.
ორშაბათის ტრადიციული შეხვედრა ბაგრატიონის 1-ის ადმინისტრაციული ერთეულის სერვისცენტრში გაიმართა, რომელსაც საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად მერიის შესაბამისი სამსახურებისა და აიპების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა მოსახლეობას აღნიშნულ უბანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და ასევე, განიხილეს ისეთი აქტუალური საკითხები, რომლებიც კონკრეტულ უბანში სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს.
მნახველთა რაოდენობა: 2417
ბმულები