ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმში დღეს 1921 წლის მარტში დაღუპული ქართველი მეომრები გაიხსენეს
23 მარტი 2019
 

გმირთა სკვერში შეკრებილმა ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს. გაიმართა დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი.
1921 წლის მარტში, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, თურქეთის საჯარისო ნაწილებმა ბათუმის ოლქი დაიკავეს. ქართველმა გენერალმა გიორგი მაზნიაშვილმა თურქეთის საჯარისო ნაწილების მიერ დაკავებული ბათუმი გაათავისუფლა. 1921 წლის მარტში ამ ბრძოლას 50 მებრძოლი შეეწირა, რომელთა ხსოვნის დღე ყოველწლიურად, 23 მარტს აღინიშნება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2355
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები