ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
დღეს ბათუმში აფხაზეთის ა.რ. მთავრობის წარმომადგენლებს უმასპინძლეს
22 მარტი 2019
 

საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე და საკრებულოს წევრი ნერიმან ცინცაძე დღეს ქალაქის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად აფხაზეთის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ვახტანგ ყოლბაიასა და აფხაზეთის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს გია გვაზავას შეხვდნენ.

ოფიციალურ მიღებას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია ,,სოროპტიმისტ ინტერნაციონალის“ კლუბ ,,ბათუმის“ წევრები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში, დღესვე საპატიო ბათუმელს, პროფესორ ნათელა დუმბაძეს ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ „დამსახურებული მოღვაწის“ წოდება მიანიჭა.

ნათელა დუმბაძე არაერთი საპატიო ტიტულის მფლობელია. მათ შორის, აკაკი წერეთლის სახელობის პრემიის ლაურეატი და იუნესკოს სიგელის მფლობელი. გარდა ამისა, არის საქართველოში ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია ,,სოროპტიმისტ ინტერნაციონალისა“ და სახალხო მოძრაობა ,,ქართულ-აფხაზური საგას“ დამფუძნებელი, 1975 წლიდან დღემდე აქტიურად ეწევა საზოგადოებრივ საქმიანობას სხვადასხვა მიმართულებით. აღსანიშნავია ნათელა დუმბაძის წვლილი ბათუმში საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას სახელობის გამზირისა და მისი ბიუსტის დადგმის საქმეში, რაც ,,ქართულ-აფხაზური საგის“ ინიციატივითა და ბათუმის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით განხორციელდა.

აფხაზეთის ა.რ. უმაღლესი საბჭოს მიერ, 2015 წელს ნათელა დუმბაძე დაჯილდოვდა საპატიო სიგელით ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დარეგულირების, ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2304
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები