2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
დღეს, საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს.
საკრებულოს წევრებს საკითხები მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსმა მირიან მეტრეველმა გააცნო. მისი თქმით, ცვლილება შედის ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში, ასევე, ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესში და ქალაქ ბათუმის გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებით დავალებაში.
კომისიის სხდომაზე, ქალაქ ბათუმის გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების თაობაზე, დადგენილების პროექტის მოსამზადებლად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ განკარგულების პროექტზეც იმსჯელეს.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილ ოთხივე საკითხს დაუჭირეს მხარი და მათი განხილვა საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მიზანშეწონილად მიიჩნიეს.