2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომაზე დღეს 13 საკითხი განიხილეს.
კომისიის წევრებმა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილობითი მოსაზრება (შუამდგომლობა) განიხილეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს შორის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ, რომლის მიხედვით დაბისა და ადმინისტრაციული ცენტრის ნაწილი ისევ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში უნდა დაბრუნდეს.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით (ელექტროტრანსპორტით) გადაადგილების წესში ცვლილება შედის, რომლის მიხედვით აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებებით ბულვარის ტერიტორიაზე გადაადგილება იკრძალება.
ცვლილება შედის ასევე, ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში, ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესში და ქალაქ ბათუმის გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებით დავალებაში. კომისიის სხდომაზე, ქალაქ ბათუმის გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების თაობაზე, დადგენილების პროექტის მოსამზადებლად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ განკარგულების პროექტზეც იმსჯელეს.
სხდომაზე დღესვე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი საავტომობილო გზისათვის ქუჩის სტატუსის მინიჭებისა და 26 მაისის ქ. N12–ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ისტორიკოსისა და საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის ილია (ემელიანე) ჟღენტის მემორიალური დაფის განთავსების შესახებ საკითხებიც განიხილეს.
იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიამ წარმოდგენილი ცამმეტივე საკითხის განხილვა საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მიზანშეწონილად მიიჩნია.