2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოში, 28 თებერვალს ჩანიშნული მორიგი სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა მიმდინარეობს.
იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომაზე დღეს ექვსი საკითხი განიხილეს, საკითხები კოლეგებს კომისიის თავმჯდომარემ ომარ მახარაძემ გააცნო.
კომისიის წევრებმა, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების იჯარის ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის, ასევე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ განკარგულების პროექტები განიხილეს.
დღესვე კომსიამ, სახელმწიფო და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატული ფასის დადგენის შესახებ დადგენილების პროექტზე და ხელმისაწვდომი საცხოვრისით სარგებლობის კრიტერიუმებისა და ბენეფიციართა შერჩევის ინსტრუმენტის დამტკიცების შესახებ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტზე იმსჯელა.
იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიამ წარმოდგენილი ექვსივე საკითხის განხილვა საკრებულოს მორიგ სხდომაზე მიზანშეწონილად მიიჩნია.