ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
სარფში 250 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლა გაიხსნა
26 თებერვალი 2019
 

სარფში ახალი სკოლის გახსნის ცერემონიალს დღეს საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, ინგა შამილიშვილთან და აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

250 მოსწავლეზე გათვლილი, სამსართულიანი სკოლა სარფში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში აშენდა. სკოლას აქვს კეთილმოწყობილი საკლასო ოთახები, შიდა სპორტული და სააქტო დარბაზები. ასევე, სველი წერტილები და დამხმარე სათავსოები. სკოლა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. რისთვისაც მოეწყო პანდუსი და შესაბამისი სველი წერტილები. დამონტაჟდა ლიფტი, კეთილმოეწყო ეზო და ღია სპორტული მოედანი. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება კი 1 759 000 ლარით განისაზღვრა.
ლაზეთის სოფლებს შორის სარფი ერთ-ერთი უძველესი სოფელია. პირველი ქართული დაწყებითი სკოლა ამ სოფელში 1925 წლის 1 სექტემბერს გაიხსნა

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2453
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები