2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გამწვანების აქცია მამია ვარშანიძის ქუჩაზე
20 თებერვალი 2019
საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა კახაბრის უბანში ანზორ დევაძემ და კახაბრის ადმინისტრაციული ერთეულის სერვის ცენტრის მენეჯერმა რაულ კირკიტაძემ, ა(ა)იპ ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, დღეს მამია ვარშანიძის ქუჩაზე ორმოცდაათი ძირი ტირიფის ხე დარგეს.
ანზორ დევაძის ინფორმაციით, მის სამაჟორიტარო უბანში, რომელიც ძირთადად ახლად შემოერთებულ ტერიტორიებს მოიცავს ქალაქში, გამწვანების აქციები გაგრძელდება, ასევე მოწესრიგდება რეკრეაციული ზონები და ეტაპობრივად განხოციელდება ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც დაგეგმილია მიმდინარე წელს.
მნახველთა რაოდენობა: 2204
ბმულები