2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე დღეს, სასტუმრო რედისონში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამართულ პრეზენტაციას დაესწრო.
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ტიტე აროშიძემ საზოგადოებას მანდარინის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და ციტრუსის სეზონი შეაჯამა.
მინისტრის განცხადებით, „ციტრუსის სეზონის ორგანიზებულად ჩატარების, საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი და მაღალხარისხიანი ციტრუსის მიწოდების მიზნით, მიმდინარე წლის სეზონზე მოქმედებდა 30–მდე ციტრუსის მიმღებ შემფუთავი საწარმო და არასტანდარტული ციტრუსის 2 გადამამუშავებელი საწარმო“.
საწარმოებში ხდებოდა მანდარინის დაკალიბრება, პარაფინირება, პლასტმასის, მუყაოსა და შპონის (ხის) ტარაში პროდუქციის შეფუთვა, პალეტებად შეკვრა და ექსპორტირება. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე აჭარის მთავრობისა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით, მოქმედებდა ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი. კომპანიებმა, რომლებმაც 1 კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინი არანაკლებ 0.20 ლარად შეისყიდა, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 1 კგ მანდარინზე 0.10 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდია გასცა. შესაბამისად სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 0.20 ლარი იყო.
არსებული მონაცემებით, რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, ლატვიის, სომხეთის, უზბეკეთის, ყაზახეთის, ბელორუსიის და ყირგიზეთის მიმართულებით რეგიონიდან ექსპორტირებული იქნა 30 000 ტონა სტანდარტული მანდარინი. რაც შეეხება არასტანდარტულ მანადარინს მიღებული და გადამუშავებულია 15 000 ტონა.
ტიტე აროშიძემ, დამსწრე საზოგადოებას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2019 წელს განსახორციელებელი პროგრამები და ქვეპროგრამებიც გააცნო.
ღონისძიებას, აჭარის მთავრობის, მინისტრთა კაბინეტის, მუნიციპალიტეტების, ასევე მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ფერმერები ესწრებოდნენ.