2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე და საკრებულოს წევრები სასტუმრო "Best Western Premier Batumi"-ში „ბათუმი - ევროპის სპორტის ქალაქი 2019“ სტატუსის ფარგლებში გასამართი მასობრივი სპორტული ღონისძიებების პრეზენტაციას დაესწრნენ.
მიმდინარე წელს, მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 150 დღის განმავლობაში, სპორტის 22 სახეობაში 15 სპორტული ღონისძიებისა და 1000-მდე აქტივობის განხორციელებაა დაგეგმილი. ასპარეზობებში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ასევე, უცხოელი მოყვარული სპორტსმენები. შეჯიბრებები გაიმართება ეზოს ფეხბურთში, მოეწყობა ვეტერანთა შორის სპორტული თამაშები და სხვადასხვა სპორტული ღონისძიება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შორის, ასევე გაიმართება სასკოლო ფესტივალი, მძლეოსნური გარბენი, ველოგარბენი, ქვიშის რაგბის ღია ფესტივალი, ქვიშის ფრენბურთის ღია ფესტივალი, მინი ფეხბურთის ტურნირი საჯარო და კერძო უწყებებს შორის, ჩოგბურთის ფესტივალი, სპორტული ფესტივალი - მაგიდის ჩოგბურთში, ერთმანეთს გაეჯიბრებიან ბილიარდისა და ჭადრაკის მოყვარულები.
ACES Europe-ის გადაწყვეტილებით, ბათუმს 2019 წლის ევროპის სპორტის ქალაქის ტიტული ბრიუსელში, ევროპის პარლამენტში, საზეიმო ვითარებაში 2018 წლის 4 დეკემბერს მიენიჭა.