2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
აჭარის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ფორმირებისა და დაფინანსების შესახებ ანგარიშის პრეზენტაციას დღეს საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე დაესწრო, რომელიც სასტუმრო ჰილტონში გაიმართა.
პროექტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის:“რეგიონების მხარდაჭერა მდგრადი განვითარებისათვის“ (ARSD) ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ხელისუფლების შესაძლებლობების გაზრდას ქვეყნის რეგიონული განვითარების სტრატეგიულ დაგეგმვასა და განხორციელებაში.
პროექტის ერთ-ერთი მიმართულება აჭარის რეგიონული განვითარების მექანიზმებისა და სტრატეგიის დოკუმენტის გაუმჯობესებაა. დღევანდელი შეხვედრის მიზანი კი აჭარის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ფორმირების, სტრატეგიების შემუშავებისა და დაფინანსების პროცესში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, მუნიციპალიტეტების, სამოქალაქო საზოგადოების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე ბიზნესისა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობისა და დიალოგის გაძლიერების ხელშეწყობა იყო.
შეხვედრას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, სამინისტროების და მუნიციპალიტეტების პირველი პირები, ასევე აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატისა და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ