2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე და ძველი ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ნაკაიძე დღეს მოსახლეობას ქალაქის მერთან, ლაშა კომახიძესთან ერთად შეხვდნენ.
შეხვედრა ლუკა ასათიანის N- 39 მდებარე ახალ სერვისცენტრში გაიმართა, რომელიც მომსახურებას ძველი ბათუმის ადმინისტრაციის მოსახლეობას უწევს.
მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა მოსახლეობისგან უშუალოდ მოისმინეს ის პრობლემები, რომლებიც კონკრეტულ უბანში აწუხებთ.
დღევანდელ შეხვედრაზე გამოიკვეთა ისეთი პრობლემები, როგორიცაა: ავარიული სახურავების, კედლების, ასევე, საკანალიზაციო სისტემის შეცვლა, ქუჩის გამწვანება, ეზოს განათება, პარკირების პრობლემის მოგვარება და ა.შ. სხვა ყოფითი პრობლემები, რომლებიც სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, წარმოდგენილი საკითხებიდან უმრავლესობა უახლოეს პერიოდში გადაწყდება, თუმცა, არის ისეთი საკითხები, რომლებიც გარკვეულ პროექტებში ჩართვას და ბიუჯეტში ცვლილებას საჭიროებს.