ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
დღეს ბათუმში კიდევ ერთი სერვისცენტრი გაიხსნა
31 იანვარი 2019
 

მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ახალი სერვისცენტრი გაიხსნა დღეს, ლუკა ასათიანის ქ.N39-ში, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე და წევრები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან და ქალაქის მერთან ერთად დაესწრნენ.
თანამედროვე სტანდარტის ახალ შენობაში ძველი ბათუმის ადმინისტრაციული ერთეულის სერვისცენტრი განთავსდა, რომელიც აღნიშნული ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახურება.
პროექტის ღირებულება ჯამში 223 931, 9 ლარს შეადგენს. სამომავლოდ ახალი სერვისცენტრების მშენებლობა ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში იგეგმება.
დღესვე საკრებულოს თავმჯდოამრემ დ.თავდადებულისა და ს.ზუბალაშვილის ქუჩების კვეთაში, ხელოვნების უნივერსიტეტის მიმდებარედ, სკვერის მოწყობის სამუშაოები მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. ადაპტირებული სკვერის მშენებლობა მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და ივნისში დასრულდება. პროექტის ღირებულება 1 მილიონ 100 ათას 362 ლარს შეადგენს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2260
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები