ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოში კომისიების სხდომები გაიმართა
29 იანვარი 2019
 

31 იანვრის საკრებულოს მორიგ სხდომაზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს დღეს თავიანთ სხდომებზე საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიაში, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა და იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიებში.
განათლების კომისიის წევრებმა თავიანთ სხდომაზე განიხილეს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების საკითხი, ასევე, იმსჯელეს მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსის მერაბ ქიძინიძის მიერ წარმოდგენილი ღონისძიებების ფარგლებში კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების შესახებ დებულებებზე, რომლებიც ძირითადად „ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის“ ღონისძიებას, „კულტურის სფეროში თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერისა“ და „საერთაშორისო კულტურულ და საგანმანათლებლო/სამეცნიერო პროექტებში მონაწილეთა დაფინანსების“ ღონისძიებებს უკავშირდება.
კომისიის სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი პატარიძე უძღვებოდა, ბათუმის მუნიციპალიტეტის 2019-2021 წლების განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტების თაობაზეც იმსჯელეს და სხდომაზე წარდგენილი საკითხების საკრებულოს მორიგ სხდომაზე განხილვა მოზანშწონილად მიიჩნიეს.
თავისი კომპეტენციის ფარგლებში 2019 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილები ასევე განიხილა საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიამ.
პროექტის მიხედვით, ჯანდაცვის კუთხით დაგეგმილია მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მქონე პირთა მედიკამენტებისა და საკვები დანამატების კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამაში, ახალშობილთა და ბავშვთა განვითარების შეფერხების პრევენცია და რეაბილიტაციიის, ასევე, მოქალაქეთა ინდივიდვალური სამედიცინო დახმარების, მოწყვლადი სოციალური კატეგორიების მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფის და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებში ცვლილებების განხორციელება.
ჯანდაცვის კომისიას დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით შენიშვნები არ ჰქონია და მისი განხილვა საკრებულოს მორიგ სხდომაზე მიზანშეწონილად მიიჩნია.
31 იანვარს, საკრებულოს მორიგ სხდომაზე განსახილველ საკითხებზე დადებითი რეკომენდაცია გასცა საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიამაც.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2170
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები