2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს გამართულ საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომაზე საკრებულოს წევრებმა, დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებთან ერთად, ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ხორციელდება ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტის შემოსულობების და ნაშთის ცვლილება, ასევე, გადასახდელების ცვლილება ცალკეული პროგრამების/ქვეპროგრამების მიხედვით. მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ელდარ ნატარიძის ინფორმაციით, ბათუმის მიმდინარე წლის ბიუჯეტის გადასახდელები იზრდება 7,675,5 ათასი ლარით. პროექტის თანახმად, საბიუჯეტო ნაშთის გამოყენების ხარჯზე გათვალისწინებული იქნება გარდამავალი და ახალი ინფრასტრუქტურული ღონისძიებების დაფინანსება.
კომისიის წევრებმა ასევე განიხილეს საკრებულოს განკარგულების პროექტი 2019 წლისათვის ინფრასტრუქტურული ღონისძიებების განხორციელების შესახებ, იმსჯელეს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის საკითხზე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სარგებლობის უფლებით, აუქციონის წესით განსაკარგი ქონების საწყისი წლიური სარგებლობის საფასურის განსაზღვრის თაობაზე და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
კომისიამ წარმოდგენილი პროექტების საკრებულოს მორიგ სხდომაზე განხილვა მიზანშეწონილად მიიჩნია. სხდომას ბათუმის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ნაკაიძე უძღვებოდა.