ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვა ბათუმიდან დაიწყო
16 იანვარი 2019
 

როგორ უნდა გაგრძელდეს საქართველოში დეცენტრალიზაციის პროცესი და შესაბამისად როგორ უნდა მოხდეს ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებებისა და ფინანსური რესურსების გაძლიერება. ამ საკითხებზე საკონსულტაციო შეხვედრები დღეს ბათუმიდან დაიწყო, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე, ქალაქის მერი ლაშა კომახიძე და მერის მოადგილე ლელა სურმანიძე დაესწრნენ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ შემუშავებული დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვა, საქართველოს ყველა რეგიონშია დაგეგმილი და საკონსულტაციო შეხვედრებს სამინისტროსთან ერთად საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია მართავს. განხილვაში მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად მესამე სექტორიც აქტიურად არის ჩართული. სტრატეგია გულისხმობს 2025 წლამდე პერსპექტივას, ის მოიცავს თვითმმართველობისთვის როგორც ახალი უფლებამოსილებების, ასევე მეტი ფინანსების გადაცემას და მოქალაქეთა მონაწილეობის უკეთესი მექანიზმების შექმნას.
საკონსულტაციო შეხვედრები დასავლეთ საქართველოს 5-ივე რეგიონში გაიმართება, შემდეგ კი განხილვები აღმოსავლეთ საქართველოში გადაინაცვლებს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2276
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები