2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
„პოლიტიკური პროცესების გაძლიერება საქართველოში“ პროექტის ფარგლებში დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დისკუსია გაიმართა, რომელსაც ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ნატალია ზოიძე და საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მირდატ ქამადაძე დაესწრნენ.
პროექტს „პოლიტიკური პროცესების გაძლიერება საქართველოში“ ოთხი წლის განმავლობაში NDI ახორციელებს USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, რომელიც წელს სრულდება, პროგრამის საბოლოო შეფასებას კი NDI იმ მუნიციპალიტეტების პოლიტიკური პარტიების ფრაქციებთან ატარებს, რომლებიც ჩართული იყვნენ აღნიშნულ პროექტში.
შემაჯამებელ დისკუსიაზე საუბარი ძირითადად მოქალაქეებთან კომუნიკაციას, აღმასრულებელ ორგანოზე ზედამხედველობასა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას შეეხო.
შეხვედრას, ბათუმის, ზუგდიდის, მარტვილის, ოზურგეთისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.