ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმის ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების სამოქმედო გეგმა
11 იანვარი 2019
 

სასტუმრო ”რედისონში“ დღეს ბათუმის ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების სამოქმედო გეგმის შემაჯამებელი განხილვა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს წევრები დაესწრნენ.

აღნიშნული პროექტი სპეციალურად ევროკავშირის პროექტის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში შეიქმნა და მას ბათუმი გასულ წელს შეუერთდა.
“მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ წარმოადგენს ევროკავშირის ინიციატივას, რომელიც 2016 წელს დაიწყო და ხორციელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, კერძოდ: სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსიაში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის. მისი მიზანია მერებისა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა ადგილობრივ დონეზე, იმისათვის, რომ მათ აქტიურად შეუწყონ ხელი ეკონომიკურ განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, რისი მიღწევაც, პროექტის სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, თვითმმართველობებმა საკუთარი შესაძლებლობების გაფართოებითა და ტექნიკური უნარების განვითარებით, ასევე კერძო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით უნდა განახორციელონ.
შეხვდრის ბოლოს ბათუმის მერიასა და აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ღონისძიებას აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, დასაქმების სააგენტოს, ტურიზმის დეპარტამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობების, ასევე ბინზესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2468
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები