ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულომ ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
27 დეკემბერი 2018
 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია - ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მხარი დაუჭირა. მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტულ მიმართულებებად კვლავ რჩება მუნიციპალური იფრასტრუქტურის განვითარება, ქალაქის დასუფთავება, ეკოლოგიური მდგომარეობისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, ქალაქის ეკონომიკური და ურბანული განვითარება, მუნიციპალური სერვისების განვითარება, წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება. ბათუმის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელმა ჯამში 156,761.600 ლარი შეადგინა, ხოლო გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებლებმა - 73,153.600 ლარი. ფინანსური დახმარების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 29,900.0 ათასი ლარით. მათ შორის: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური ტრანსფერი შეადგენს 29,900.0 ათასი ლარს. ადგილობრივი ბიუჯეტის სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი კი 43,008.0 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრა. პრიორიტეტული მიმართულებებიდან ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი, 66,623,9 ლარი, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დაიხარჯება, ქალაქის დასუფთავებაზე, ეკოლოგიური მდგომარეობისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე - 13,487,7 ლარი, განათლებაზე - 15,626,0 ლარი, კულტურაზე, ახალგაზრდობის ხელშეწყობასა და სპორტზე - 13,398,4 ლარი, ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე - 16,056,5 ლარი, ქალაქის ეკონომიკურ და ურბანულ განვითარებაზე - 1,050,0 ლარი, მუნიციპალური სერვისების განვითარებაზე - 2,922,9 ლარი. საკრებულოს სხდომას ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, ვიცე მერი თენგიზ პეტრიძე, მერიის სამსახურების ხელმძღვანელები, არასამტავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2323
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები