ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებები
27 დეკემბერი 2018
 

ბათუმის წარმომადგენლობით ორგანოში დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 16 საკითხზე იმსჯელეს. 

სხდომაზე დამტკიცდა ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად. მომავალი წლის ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებელით განსაზღვრული 156,761,600 ლარი ოპტიმალურად მოხმარდება სხვადასხვა პრიორიტეტულ სფეროებს - მუნიციპალური იფრასტრუქტურის განვითარებას, ქალაქის დასუფთავებას, ეკოლოგიური მდგომარეობისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას, განათლებას, კულტურას, ახალგაზრდობის ხელშეწყობასა და სპორტს, ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფას, ქალაქის ეკონომიკურ და ურბანულ განვითარებას, მუნიციპალური სერვისების განვითარებას, წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსებას.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, დამტკიცდა ქ. ბათუმის გარკვეული ტერიტორიისთვის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება, რაც გულისხმობს სამართლებრივი და გეგმარებითი საფუძვლების მომზადებას ბათუმის ცენტრში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისთვის.
სხდომაზე საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ქალაქ ბათუმის N1 პოლიკლინიკისათვის“ სარგებლობაში გადაცემის საკითხს. ქ. ბათუმის მერს მიეცა თანხმობა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვასთან დაკავშირებით მუნიციპალური პროგრამის „მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის“ ფარგლებში მრავალშვილიანი ოჯახისათვის საცხოვრებელი ბინის საკუთრების უფლებით გადაცემის თაობაზე, ასევე, მხარდაჭერილ იქნა საკითხი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნათელა გოგრაჭაძისათვის უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაცემის თაობაზე.
დღესვე ცვლილება შევიდა ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიის ავტობუსებისათვის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის შესახებ საკრებულოს დადგენილებაში.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, შეთანხმებულ იქნა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა.
სხდომაზე ძალადაკარგულად გამოცხადდა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის №80 განკარგულება და დამტკიცდა ახალი განკარგულება „ქალაქ ბათუმის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“.
სხდომას ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე, მერიის სამსახურების ხელმძღვანელები, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2826
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები