2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომაზე დღეს ბათუმის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტთან ერთად საკრებულოს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
ბიუჯეტის პროექტი კომისიის წევრებს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ედნარ ნატარიძემ წარუდგინა. პროექტის მიხედვით, მომავალი წლის ბიუჯეტი ჯამში 156,761,6 ლარითაა განსაზღვრული. პრიორიტეტულ მიმართულებებად კვლავ რჩება მუნიციპალური იფრასტრუქტურის განვითარება, ქალაქის დასუფთავება, ეკოლოგიური მდგომარეობისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, ქალაქის ეკონომიკური და ურბანული განვითარება, მუნიციპალური სერვისების განვითარება, წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება.
ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის დამტკიცების საკითხს ბათუმის საკრებულო 27 დეკემბერს, სხდომაზე განიხილავს.
კომისიამ ასევე იმსჯელა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ქალაქ ბათუმის N1 პოლიკლინიკისათვის“ სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით, „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ“ საკრებულოს განკარგულების პროექტზე, „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნათელა გოგრაჭაძისათვის უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ“, „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“, „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“, მუნიციპალური პროგრამის „მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის“ ფარგლებში მრავალშვილიანი ოჯახისათვის საცხოვრებელი ბინის საკუთრების უფლებით გადაცემის თაობაზე, „ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიის ავტობუსებისათვის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის შესახებ“, „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების შეთანხმებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ და „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.
კომისიამ აღნიშნული საკითხების საკრებულოს სხდომაზე განხილვა მიზანშეწონილად მიიჩნია.