ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
გაერთიანებული კომისიების სხდომა
13 დეკემბერი 2018
 

ბათუმის საკრებულოში ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული მიმდინარე წლის ბიუჯეტის კორექტირების საკითხის გარდა, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე, ადამიანის სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი საცხოვრებელი სახლების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გასატარებელი სპეციალური ღონისძიებების საკითხი განიხილეს. 

მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები კომისიის წევრებს ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ედნარ ნატარიძემ წარუდგინა. სამსახურის უფროსის ინფორმაციით, წარმოდგენილი პროექტით, ძირითადად, ხორციელდება მიმდინარე წლის ბიუჯეტის შემოსულობების და ნაშთის ცვლილება, ასევე, გადასახდელების ცვლილება ცალკეული პროგრამების და ქვეპროგრამების მიხედვით და ითვალისწინებს წარმოქმნილი ეკონომიების ხარჯზე, განათლების, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით თანხების ოპტიმალურ გადანაწილებას.
კომისიების წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხების საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს. საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ხვალ, 14 დეკემბერს გაიმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2091
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები