ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ჯანდაცვის საკითხთა კომისიის სხდომა
13 დეკემბერი 2018
 

ბათუმის საკრებულოში ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა სხდომაზე ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.

წარმოდგენილი პროექტი, რომელიც საკრებულოს წევრებს ბათუმის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა სოფო მიქელაძემ გააცნო, ძირითადად, ეკონომიების ხარჯზე გარკვეულ პროგრამებსა და ქვეპროგრამებში ცვლილებების განხორციელებას ითვალისწინებს. პროექტის მიხედვით, ცვლილებები შეეხება ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული ფორმების დიაგნოსტიკა, პრევენცია და მკურნალობის, C ჰეპატიტის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მონიტორინგის თანადაფინანსების, ახალშობილთა და ბავშვთა განვითარების შეფერხების პრევენცია და რეაბილიტაციის, მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების ქვეპროგრამებს.
სოციალურ უზრუნველყოფის პროგრამებში ცვლილებები შეეხება მუნიციპალურ უფასო სასადილოს, მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ასისტენტით მომსახურების და დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამებს.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილი ცვლილებების საკრებულოს სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს.
ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ხვალ, 14 დეკემბერს გაიმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2075
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები