ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
განათლების კომისიის სხდომა
13 დეკემბერი 2018
 

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ირაკლი პატარიძე უძღვებოდა, ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.

მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები კომისიის წევრებს ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა მერაბ ქიძინიძემ გააცნო. სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებები ძირითადად ეხება ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებას, ახალგაზრდული ცენტრის და სპორტული საკლუბო გუნდების მხარდაჭერის პროგრამებს. კერძოდ, ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებას დაუზუსტდა საბიუჯეტო კლასიფიკაციის ეკონომიკური მუხლი დასუფთავების მოსაკრებლის დაფარვის მიზნით, სარაგბო კლუბის „ბათუმის“ ძირითადი ჯგუფების განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამაში ხორციელდება ღონისძიების ჩანაცვლება, საკუთარ სახსრებში არსებული რესურსით კლუბისთვის სპორტული ფორმების შეძენის მიზნით, ხოლო აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას გაეზარდა დაფინანსება საკუთარი შემოსულობების ხარჯზე ბიბლიოთეკის ეზოს და ამერიკული კუთხის კეთილმოწყობის მიზნით.

კომისიამ, მსჯელობის შემდგომ, სხდომაზე წარმოდგენილი ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვა მიზანშეწონილად მიიჩნია.

ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად მიმდინარე წლის ბიუჯეტის კორექტირების საკითხიც იქნება წარმოდგენილი, ხვალ, 14 დეკემბერს გაიმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2149
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები