ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 138
თარიღი: 2013-08-27
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

 გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა

  

„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ წესდების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის #11 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

  

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63- მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ :

 

1. „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ წესდების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის #11 განკარგულებით დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) წესდების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

 5. საბავშვო ბაღების გაერთიანება ვალდებულია, ხელი შეუწყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე (სსსმ) ბავშვების საბავშვო ბაღში ინტეგრაციას. საბავშვო ბაღების გაერთიანებამ უნდა შესძლოს შექმნას ბავშვისთვის კომფორტული ფიზიკური გარემო.“.

 

ბ) წესდების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. საბავშვო ბაღების გაერთიანებაში ბაvშვების მიღებისათვის წარსადგენი დოკუმენ-ტაცია:

ა) ბავშვის მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება;

ბ) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;

გ) დაბადების მოწმობის ასლი (ნოტარიულად დამოწმებული);

დ) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ;

ე) ბავშვის ფოტოსურათი (3X4).“.

3. საბავშვო ბაღში აღსაზრდელთა მიღებისას (სსსმ) ბავშვებს უპირატესი უფლებები ენიჭებათ. ზემოთ ჩამოთვლილი საბუთების გარდა, ბავშვის ოჯახი ვალდებულია, წარადგინოს შესაბამისი სპეციალისტის მიერ დაწერილი დიაგნოზი, რეკომენდაციები და მითითებები აღმზრდელისთვის.

4. საბავშვო ბაღების გაერთიანებაში ბავშვების მიღებაზე უარი უნდა იყოს განმარტებული წერილობითი ფორმით.“.

 

გ) წესდების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. საბავშვო ბაღში აღსაზრდელთა მიღებისას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე (სსსმ) ბავშვებს უპირატესი უფლებები ენიჭებათ. ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტების გარდა, სპეციალური საგანმანათლებლო  საჭიროებების მქონე (სსსმ) ბავშვის ოჯახი ვალდებულია წარადგინოს შესაბამისი სპეციალისტის მიერ დაწერილი დიაგნოზი, რეკომენდაციები და მითითებები აღმზრდელისათვის.“.

 

დ) წესდების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მოადგილეების და საბავშვო ბაღების გაერთიანების თანამშრომელთა უფლება–მოვალეობები განისაზღვრება დირექტორის შესაბამისი ბრძანებით. მოადგილეები ანგარიშვალდებულნი არიან დირექტორის წინაშე.“.

ე) წესდების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) დასახული მიზნის მისაღწევად დაამყაროს შრომითი სამართლებრივი ურთიერთო-ბები ქალაქ ბათუმის მერის ბრძანებით განსაზღვრული საშტატო განრიგის შესაბამისად;“.

ვ) წესდების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ქალაქ ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიასთან შეთანხმებით დაამტკიცოს საბავშვო ბაღების გაერთიანების შინაგანაწესი.“.

ზ) წესდების მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  მუხლი 13. დაფინანსირების ძირითადი წყარო

1. საბავშვო ბაღების გაერთიანების ფინანსირების ძირითადი წყაროა ქ. ბათუმის ბიუჯეტი. ასევე საბავშვო ბაღის შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს დამხმარე სამეწარმეო საქმიანობიდან, გრანტებიდან, შემოწირულობებიდან და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროებიდან მიღებული შემოსავლები.

2. საბავშვო ბაღების გაერთიანების ნებისმიერი შემოსავალი უნდა მოხმარდეს ამ საბავშვო ბაღების გაერთიანების ამოცანებისა და მიზნების განხორციელებას. დაუშვებელია სახსრების სხვაგვარად გამოყენება.

3. საბავშვო ბაღების გაერთიანების  წლიურ ხარჯთაღრიცხვას ამტკიცებს საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი, ქალაქ ბათუმის მერთან შეთანხმებით.“.

 

   2. განკარგულება ძალაშია 2013 წლის 1 სექტემბრიდან.

 

  

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                 ირაკლი ჩავლეიშვილი 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები