ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 31
თარიღი: 2018-03-16
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსათვის ა(ა)იპ „ბათუმის კორპუსი“-სა და ა(ა)იპ „ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო“-ს ლიკვიდაციაზე და ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების სააგენტო“-სა და ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო“-ს დაფუძნებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 1061 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბა¬მი¬სად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს მიეცეს თანხმობა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით მოახდინოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „ბათუმის კორპუსი“-სა (ს/კ №445413525) და „ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო“-ს (ს/კ №445475405) ლიკვიდაცია და ამ მიზნით განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.
2. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს მიეცეს თანხმობა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით მოახდინოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მუნიციპალური სერვისების სააგენტო“-სა და „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო“-ს დაფუძნება და ამ მიზნით განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე                            სულიკო თებიძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები