ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალურ ფორუმი
07 დეკემბერი 2018
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე დღეს საქართველოს პარლამენტში გამართულ სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალურ ფორუმს დაესწრო, რომელიც საქართველოში საერობო (თვითმმართველობის) არჩევნების ჩატარებიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით საქართველოს პრემიერ- მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე მიესალმნენ.
ფორუმს, რომელზეც ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმას განიხილავდნენ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის 120-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1789
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები