ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
გლობალური კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე
07 დეკემბერი 2018
 

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში დღეს ბათუმის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭომ მორიგი საინფომაციო შეხვედრა პროგრამა „მომავლის თაობის“ პარტნიორი სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრებთან, მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან გამართა. 

ღონისძიების მიზანს გენდერული ნიშნით ძალდობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდებისთვის პრობლემის მოგვარებისა და პრევენციის რეკომენდაციების მიღება წამოადგენდა. გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ ნატალია ზოიძემ და საბჭოს წევრმა ნინო კერვალიშვილმა ახალგაზრდებს გენდერული ძალდობის წინააღმდეგ გატარებული იმ ღონისძიებების შედეგები და რეკომენდაციები გააცნეს, რომლებიც პრობლემის მოგვარების პროცესში ახლგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება.
გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის ნატალია ზოიძის განცხადებით, საბჭომ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში შემუშავებული სამოქმედო გეგმის შესაბამისად არაერთი ღონისძიება გამართა, მათ შორის, ბათუმის საკრებულოს ვებ-გვერდზე განათავსა ინფორმაცია კამპანიის დაწყების შესახებ (25.11.18.), პოპულარიზაცია გაუწია კამპანიის სიმბოლოს - ნარინჯისფერ ბაფთებს (26.11.18.), მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე: „გენდერული ძალადობა“ (27. 11.18.), გენდერის საკითხებზე სახალხო დამცველის აჭარის რეგიონულ წარმომადგენელთან ერთად ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა-დისკუსია სტუდენტებთან თემაზე: „გენდერული ძალადობა და ჩვენ“ (06. 12. 18.), სკოლა „თამარისის“ მოსწავლეებთან კი - თემაზე „ბულინგი სკოლაში“ (07. 12. 18.). ნატალია ზოიძემ საუბრისას, ასევე, აღნიშნა, რომ გენდერული ნიშნით ძალადობისა და შევიწროვების წინააღმდეგ 16-დღიან სოციალურ კამპანიას მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო 8 დეკემბერს ძალადობის მსხვერპლ ქალებთან შეხვედრით დაასრულებს.
შეხვედრის დასასრულს „მომავლის თაობის“ მოსწავლეებმა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე სიმბოლური პერფორმანსი გამართეს.
16-დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ყოველწლიურად 1991 წლიდან აღინიშნება და მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას.
16-დღიანი კამპანია 25 ნოემბერს - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს დაიწყო და 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს დასრულდება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1823
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები