ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ცნობიერების ამაღლების კამპანია „ყველა ბავშვი სკოლაში“
04 დეკემბერი 2018
 

საკრებულოს წევრები დღეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით გამართულ შეხვედრას დაესწრნენ.

ცნობიერების ამაღლების კამპანია - „ყველა ბავშვი სკოლაში“, სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების (CSDC) თანამშრომლობით საქართველოს ყველა რეგიონში იმართება. კამპანია მიზნად ისახავს სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების მიმართ ინფორმირებულობის გაზრდას, ბავშვის განათლების უფლებისა და მისი დარღვევის შესახებ ინფორმაციის მოძიებას და ასევე, მასზე რეაგირებას.
შეხვედრას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის განყოფილებების თანამშრომლები, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური აგენტები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პირველადი ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებლები, სკოლების ადმინისტრაციისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 39
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები