ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
კომისიის სხდომა
29 ნოემბერი 2018
 

დღეს საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.

კომისიის წევრებმა ბათუმის ცენტრალურ პარკში ტერენტი გრანელის ბიუსტის განთავსების თაობაზე საკითხს ერთხმად დაუჭირეს მხარი და მისი განხილვა საკრებულოს მორიგ სხდომაზე მიზანშეწონილად მიიჩნიეს.
კომისიამ ვერ დააკმაყოფილა პეტიცია ნურეთინ ჩარმიქლის ქუჩისათვის სახელის გადარქმევასთან დაკავშირებით, ვინაიდან საკმარისი არგუმენტაცია ქუჩის სახელის ცვლილებასთან დაკავშირებით არ არსებობს.
კომისიამ, ასევე ვერ დააკმაყოფილა ზ.გორგილაძის ქ.N 78-ში მცოხვრები მოქალაქეების კოლექტიური განცხადება, ანზორ დიასამიძის მამორიალური დაფის განთავსების თაობაზე, ვინაიდან თვითმმართველი ქალაქის-ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 26 აპრილის №5-7 დადგენილების თანახმად, ეროვნული გმირების, მწერლების, გამოჩენილი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეების ან/და ღვაწლმოსილი პიროვნებების სახელის ხსოვნისა და უკვდავყოფის მიზნით, მემორიალური დაფა შეიძლება განთავსდეს პიროვნების გარდაცვალებიდან 15 წლის გასვლის შემდეგ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 79
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები