ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ერთწლიანი საქმიანობა შეაჯამა
27 ნოემბერი 2018
 

ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარდგენა საზოგადოების წინაშე ქალაქის მერმა ლუკა ასათიანის ქუჩაზე, ქალაქის თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის წინ, ღია ცის ქვეშ გამართა. ღონისძიებას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე, საკრებულოს წევრები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები - თორნიკე რიჟვაძე და დავით გაბაიძე, აჭარის მთავრობის წევრები, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ. 

ქალაქის მერმა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევად ბათუმის 2018-2021 წლების განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის, მოქალაქეებზე ორიენტირებული ბიუჯეტის შემუშავება დაასახელა, ისაუბრა მერიის განახლებულ სტრუქტურასა და ორგანიზაციულ მოწყობაზე, სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მუნიციპალური ავტოპარკის განახლების, ქალაქგეგმარების, განაშენიანების, ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, სპორტის და სხვა სფეროებში მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე. წარდგინებაზე ერთწლიანი მუშაობის ამსახველი ვიდეორგოლის ჩვენებაც გაიმართა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3987
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები