ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის სანიაღვრე ქოლექტორის რეაბილიტაცია
22 ნოემბერი 2018
 

საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან და ქალაქის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის სანიაღვრე ქოლექტორის რეაბილიტაციის დაწყების შესახებ ხელმოწერას დაესწრო.

პროექტი ითვალისწინებს სანიაღვრე არხის მოწყობას გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე, სულაბერიძის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში.
პროექტის ღირებულება 2 მილიონ 138 ათას 688 ევროს შეადგენს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბერში დაიწყება და 2019 წლის მესამე კვარტალში დასრულდება.
სამუშაოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ერთობლივი საწარმო „ფაიფერი და გზა“ განახორციელებს.
სანიაღვრე სისტემის პარალელურად, ეტაპობრივად განხორციელდება გზისა და ტროტუარების მოწყობის სამუშაოები, რის დასრულების შემდეგაც გიორგი ბრწყინვალის ქუჩა სრულად იქნება რეაბილიტირებული.
პროექტი ხორციელდება გერმანიის რეკონსტრუქციის და და განვითრების ბანკის მხარდაჭერით.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1955
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები