2025 წლის 31 მარტს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბავშვთა ნახატების გამოფენა -„ჩემი კეთილდღეობა“
20 ნოემბერი 2018
მსოფლიო ბავშვთა დღესთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, სასტუმრო ინტურისტში, ბავშვთა ნახატებისა და ნამუშევრების გამოფენას, სახელწოდებით „ჩემი კეთილდღეობა“ დაესწრო.
1989 წლის 20 ნოემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო კონვენცია ბავშვთა უფლებების შესახებ, თუმცა მანამდე,1954 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეკომენდაციით ეს დღე აღინიშნება როგორც ბავშვთა შორის ურთიერთგაგებისა და ბავშვთა კეთილდღეობის ხელშემწყობი აქტივობების მხარდაჭერის დღე.
მნახველთა რაოდენობა: 2780
ბმულები