2025 წლის 31 მარტს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოს ლუკა ასათიანის სხდომათა დარბაზში დღეს მდგრადი ურბანული ტრანსპორტის შესახებ ცნობიერების ამაღლების სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართა. როგორც ქალაქ ბათუმის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის უფროსმა ეთერ ლომაძემ განაცხადა, აღნიშნული სამოქმედო გეგმა „მწვანე ქალაქების“ პროექტის ფარგლებში „შავი ზღვის ეკო აკადემიისა“ და „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ მომზადდა. სამსახურის უფროსის განცხადებით, ცნობიერების ამაღლების სამოქმედო გეგმის მთავარ მიზანს წარმოადგენს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის დახმარება ბათუმის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებაში ამ ღონისძიებიების პოპულარიზაციისა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების გზით.