ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
შეხვედრა ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის საკითხებზე
09 ნოემბერი 2018
 

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პოლიტიკის ამოცანებს წარმოადგენს: 

მოსახლეობისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე და თანამედროვე სამედიცინო პრეპარატებზე ხელმისაწვდომობის ზრდა;
მოწყვლადი სოციალური ჯგუფების სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაცია და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა;
ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნა და მინიმალური სტანდარტების დანერგვის უზრუნველყოფა;
სოციალურად მოწყვლადი კატეგორიის მოსახლეობისათვის მკურნალობასთან დაკავშირებული იმ ფინანსური რისკებისაგან დაცვა, რომელიც ვერ იფარება მოქმედი სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებით;
ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და ეპიდემიურად კეთილსაიმედო გარემოს უზრუნველყოფა;
ბათუმის სამედიცინო ტურიზმის ცენტრად ჩამოყალიბების ხელშეწყობა სამედიცინო დაწესებულებების სერვისის ამაღლებისა და ხელშეწყობის გზით;
სოციალურად დაუცველი ოჯახების, საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საბაზისო სოციალური გარანტიებით და მიზნობრივი სოციალური დახმარებით უზრუნველყოფა;
დამსაქმებლების სტიმულირება მოსახლეობის დასაქმების უზრუნველსაყოფად.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1898
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები