ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
23 ოქტომბერი 2018
 

დღეს, ჯავახიშვილის უბნის მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა ანდრიაძე, ქალაქის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად ჯავახიშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი ძირითადად მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას შეეხო, როგორც ცნობილია ჯავახიშვილის უბანში მასშტაბური სამუშაოები სანიაღვრე წყლებისა და წყალანირების ახალი ქსელის მოწყობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს , რაც გარკვეულ დისკომფოტს უქმნის მოსახლეობას, თუმცა აღნიშნული პროექტი უახლოეს პერიოდში ქალაქის დატბორვის პრობლემას სრულად აღმოფხვრის.
მოსახლეობამ დღეს შეხვედრაზე სხვა ყოფითი და სოცილური პრობლემებიც დააყენა, რომლის გადაჭრის გზებზე უახლოეს პერიოდში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ერთობლივად იმსჯელებენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1851
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები