ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს თავმჯდომარე სახალხო დღესასწაულს დაესწრო
07 ოქტომბერი 2018
 

საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე დღეს სახალხო დღესასწაულს „მაჭახლობა 2018" -ს აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

სახალხო დღესასწაული წელს მეთერთმეტედ გაიმართა. ზეიმის სტუმრებს ამ ხეობის ყველა სოფლისთვის დამახასიათებელი ადგილობრივი რეწვის ნიმუშების ნახვისა და შემოდგომის ნობათის დაგემოვნების საშუალება ჰქონდათ. დღესვე გაიმართა მაჭახელას თოფის ნიმუშების გამოფენა და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი.
ისტორიული წყაროების ცნობით, საუკუნის წინ მაჭახელას ხეობა ორად გაიყო, რომლის ერთი ნაწილი - საქართველოს, მეორე კი თურქეთს დარჩა, თუმცა წლებია „მაჭახლობის“ დღესასწაულს საზღვრის გაღმა-გამოღმა მცხოვრები ნათესავები ერთად აღნიშნავენ

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2336
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები