ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ორშაბათის ტრადიციული შეხვედრა მოსახლეობასთან
01 ოქტომბერი 2018
 

დღეს საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე და მაჟორიტარი დეპუტატი ომარ მახარაძე ქალაქის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად აღმაშენებლის უბანში მოსახლეობას შეხვდნენ.

როგორც შეხვდრაზე გამოიკვეთა, მოსახლეობას ძირითადად ყოფითი პრობლემები აწუხებთ, სანიაღვრე არხების გაწმენდა, სარდაფებში საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება, სახურავებისა და ლიფტების შეკეთება, შიდა ეზოების მოწესრიგება და ა.შ. ეს იმ მოთხოვნების ჩამონათვალია, რომლებიც მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის პირველ პირებთან დააყენა.
საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე მოსახლეობას მიმდინარე პროექტები გააცნეს და პრობლემების ეტაპობრივი მოგვარება აღუთქვეს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1993
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები