ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულომ ტერნოპოლის საოლქო საბჭოს დელეგაციას უმასპინძლა
19 სექტემბერი 2018
 

დღეს საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები - ლაშა სირაბიძე და თამაზ სალუქვაძე, საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ნაკაიძე აჭარაში ვიზიტით მყოფ ტერნოპოლის საოლქო საბჭოს დელეგაციას შეხვდნენ.

ტერნოპოლის წარმომადგენლობითი დელეგაცია ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს მოწვევით იმყოფება. დღევანდელი შეხვედრა ბათუმის წარმომადგენლობით ორგანოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
საკრებულოს წევრებმა ტერნოპოლის საოლქო საბჭოს საბიუჯეტო საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარესთან, დეპუტატ სერგეი შვეცთან და მის კოლეგებთან ორ ქვეყანას შორის არსებული საინვესტიციო, ეკონომიკური და ეკოლოგიური პოლიტიკა განიხილეს. შეხვედრაზე, ასევე, საუბარი სწორ და საჭიროებაზე გათვლილ საბიუჯეტო დაგეგმვას შეეხო.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2076
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები