ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ნატალია ზოიძე მოქალაქეებს ყოველ სამშაბათს ხვდება
18 სექტემბერი 2018
 

ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ნატალია ზოიძე ბაგრატიონის I-ელ ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქეებს ხვდება. 

საკრებულოს მაჟორიტარ წევრთან მოქალაქეებმა ჭავჭავაძის N3-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს მოწესრიგებისა და სახლის მიმდებარედ გამავალ გზაზე მოძრაობის დარეგულირების საკითხები დააყენეს. 9 მარტის ქუჩაზე მცხოვრებმა მრავალშვილიანმა დედამ კი მაჟორიტარ დეპუტატს საცხოვრებელი სახლის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ დახმარება სთხოვა.
ნატალია ზოიძემ მოქალაქეებს განუცხადა, რომ დასმული პრობლემების ნაწილი მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში მოგვარდება, ხოლო ნაწილზე გადაწყვეტილების მიღება, კანონისა და კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის უწყებებთან კოორდინაციაში მოხდება.
მაჟორიტარი დეპუტატი ნატალია ზოიძე ბაგრატიონის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში მოქალაქეებს ყოველ სამშაბათს 9 -დან 11 საათამდე ხვდება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2439
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები