ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
ინფორმაცია
14 სექტემბერი 2018
 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

ბრძანება N05/38

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის რეორგანიზაციის დაწყების შესახებ



საქართველოს შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებებიდან მიღებული რეკომენდაციების თანახმად, მუნიციპალიტეტი უნდა დარეგისტრირდეს ერთ საგადასახადო გადამხდელად (ერთ საგადასახადო სუბიექტად) და არა ცალ-ცალკე ადმინისტრაციული ორგანოების - მერიის და საკრებულოს სახით, როგორც ამჟამად არის გათვალისწინებული.
აღნიშნული ცვლილების განხორციელება მიზანშეწონილია მოხდეს ახალი საბიუჯეტო წლიდან, რაც თავისთავად დაკავშირებულია საკრებულოს აპარატის ნაწილობრივ ახალი სტრუქტურის შემუშავების საჭიროებასთან.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 103-104-ე მუხლებისა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესი“-ს მე-5, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 მუხლების შესაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. დაწყებულ იქნეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის რეორგანიზაცია.
2. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის რეორგანიზაციის პროცესი კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელდეს 3 ეტაპად:
ა) პირველი ეტაპი - რეორგანიზაციის დაგეგმვა;
ბ) მეორე ეტაპი - რეორგანიზაციისთვის აუცილებელი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და ორგანიზაციული სტრუქტურის პროექტის შემუშავება;
გ) მესამე ეტაპი - რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელ მოხელეთა მობილობა.
3. დაიწყოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის რეორგანიზაციის პირველი ეტაპი - რეორგანიზაციის დაგეგმვა და განსახორციელებელ ღონისძიებათა გეგმის შედგენაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს აპარატის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი, საკადრო საკითხებში - შორენა ფუტკარაძე.
4. დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროს სპეციალისტს, საკადრო საკითხებში - შორენა ფუტკარაძეს უზრუნველყოს, რეორგანიზაციის დაწყების შესახებ ბრძანების ყველა საჯარო მოსამსახურისთვის გაცნობა (გაცნობის ხელმოწერით დადასტურება) და სსიპ „საჯარო სამსახურის ბიუროსთვის“ დაუყოვნებლივ მიწოდება.
5. რეორგანიზაციის დაგეგმვაზე პასუხისმგებელმა პირმა, არაუგვიანეს 2018 წლის 20
სექტემბრისა, უზრუნველყოს:
ა) რეორგანიზაციისთვის განსახორციელებელი გეგმის შემუშავება და წარმოდგენა;
ბ) რეორგანიზაციის მეორე ეტაპის დაწყებისთვის შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის შემუშავება, რომლის მიხედვითაც, ასევე განისაზღვრება რეორგანიზაციის შემდგომი ეტაპების განხორციელებაზე პასუხისმგებელი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა (ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, საკრებულოს აპარატის უფროსის, საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსის, საკრებულოს აპარატის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის და საკადრო საკითხებში, საკრებულოს აპარატის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი სპეციალისტის მონაწილეობით) და სხვა გასატარებელი ღონისძიებები.
6. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა უზრუნველყოს წინამდებარე ბრძანების ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებ-გვერდზე (www.batumicc.ge) გამოქვეყნება.
7. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქალაქი ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
8. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

სულიკო თებიძე
საკრებულოს თავმჯდომარე

 

 

 

იხილეთ მიმაგრებული ფაილი:


ბრძანება N05/38 - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის რეორგანიზაციის დაწყების შესახებ

ბრძანება N05/39 – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის რეორგანიზაციის დაგეგმვისა და განსახორციელებელ ღონისძიებათა გეგმის განსაზღვრის შესახებ

ბრძანება N05/40 – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის რეორგანიზაციის მიზნით საკრებულოს აპარატის ახალი სტრუქტურის შემუშავებაზე პასუხისმგებელი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 269
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები