ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
„ბათუმობა 2018“ - საზეიმო მიღება
01 სექტემბერი 2018
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე და საკრებულოს წევრები დღეს „ბათუმობის“ დღესასწაულის ფარგლებში, სასტუმრო „ჰილტონში“ თვითმმართველი ქალაქის 130 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ მეგობარი ქალაქების დელეგაციების ოფიციალური მიღების ცერემონიალს დაესწრნენ. „ბათუმობასთან“ დაკავშირებით ბათუმში იმყოფებიან უკრაინის, ლატვიის, სომხეთის, ბელარუსის, პოლონეთისა და რუმინეთის ქალაქებთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების მუნიციპალიტეტების მერები და მათი წარმომადგენლები, რომლებიც დღესასწაულის პროგრამით გათვალისწინებულ კულტურულ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას.
საზეიმო მიღებაზე ბათუმში ვიზიტით მყოფმა უკრაინის ქალაქ უმენის მერმა ალექსანდრ ცებრმა და ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ხელი მოაწერეს ქალაქებს შორის დამეგობრების მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ნაყოფიერი თანამშრომლობის ჩამოყალიბების ხელშეწყობას ტურიზმის, ეკონომიკის, კულტურის, მეცნიერების, ტექნოლოგიების, სპორტის, სოციალურ და გარემოს დაცვის სფეროებში.
ოფიციალურ მიღებას, უცხოელ სტუმრებთან ერთად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, დიპლომატიური კორპუსის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2215
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები