ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
კომისიების გაერთიანებული სხდომა
30 აგვისტო 2018
 

დღეს საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს.

კომისიაზე, ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის, უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) და კონკურსის წესით გამოვლენილ გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმების და სანებართვო მოწმობის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტზე იმსჯელეს.
მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის საქალაქო ტრანსპორტისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პოლიტიკის განყოფილების უფროსის ემზარ ქავჟარაძის ინფორმაციით, კონკურსის შედეგების საფუძველზე, სამარშრუტო ხაზების მიხედვით გამარჯვებულად გამოცხადდა შემდეგი ნებართვის მაძიებლები:
ა) შპს „ჯორჯიანტრანსი“ - ს/კ 445409932 სამარშრუტო ხაზი N24 სამარშრუტო ხაზი N25 სამარშრუტო ხაზი N44 სამარშრუტო ხაზი N45 სამარშრუტო ხაზი N46
ბ) შპს „ავტო ტრანსი“ - ს/კ 445538133 სამარშრუტო ხაზი N32 სამარშრუტო ხაზი N52
გ) შპს „მწვანე შუქი“ - ს/კ 245525383 სამარშრუტო ხაზი N28 სამარშრუტო ხაზი N29
დ) შპს „ავტომობილისტი 42“ - ს/კ 445497677 სამარშრუტო ხაზი N42 სამარშრუტო ხაზი N47
ე) სპს „ირაკლი ჩავლეიშვილი“ ს/კ 248383912 სამარშრუტო ხაზი N30
ვ) შპს „აჭარტრანსრეგულირება“ - ს/კ 248431889 სამარშრუტო ხაზი N20 სამარშრუტო ხაზი N21 სამარშრუტო ხაზი N31 სამარშრუტო ხაზი N33 სამარშრუტო ხაზი N34 სამარშრუტო ხაზი N36 სამარშრუტო ხაზი N39 სამარშრუტო ხაზი N40 სამარშრუტო ხაზი N49 სამარშრუტო ხაზი N56
რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მაძიებელთა კონკურსში გამარჯვებულებმა სანებართვო მოწმობების მიღების და მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ არა უგვიანეს 30 დღის ვადაში უნდა უზრუნველყონ სამარშრუტო ხაზებზე მოძრავი მიკროავტობუსების GPS მონიტორინგის სისტემით და მგზავრობის ტარიფის გადახდის ელექტრონული აღმრიცხველი საშუალებებით აღჭურვა.
დღესვე კომისიაზე ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ განკარგულებაში ცვლილებებზეც იმსჯელეს, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქ.ბათუმში მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე, ჟ.შარტავას ქუჩაზე მდებარე 4 337.00 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზებას ითვალისწინებს პირობიანი ელექტრონული აუქციონის გამოცხადების გზით.
ორივე კომისიის წევრებმა წარმოდგენილი საკითხების განხილვა საკრებულოს მორიგ სხდომაზე მიზანშეწონილად მიიჩნიეს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 232
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები