ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ლურჯი ავტობუსები ბათუმში პირველი სექტემბრიდან იმოძრავებს
29 აგვისტო 2018
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე და საკრებულოს წევრები დღეს ბათუმში ახალი მუნიციპალური ავტობუსების პრეზენტაციას დაესწრნენ. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, იაპონიისა და უკრაინის ელჩები საქართველოში, კომპანია „ისუზუ ატამანისა“ და EBRD-ის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები. 

ახალი ლურჯი ავტობუსები ქალაქის ქუჩებში პირველად პირველ სექტემბერს, „ბათუმობის“ დღესასწაულზე გამოჩნდება და ამ დღეს, ქალაქის მთავარ ზეიმთან დაკავშირებით, მგზავრობა უფასო იქნება.
ლურჯი ავტობუსების შეძენა ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) დაბალპროცენტიანი სესხით განხორციელდა, „ისუზუ ატამანის“ მოდელის ავტობუსების მოწოდება კი ტენდერში გამარჯვებულმა უკრაინულ-იაპონურმა კომპანიამ „ჩერკასკი ავტობუსმა” უზრუნველყო. ავტობუსები 60 ადამიანზეა გათვლილი, აღჭურვილია GPS სისტემით, კონდენციონერით და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ახალი სატრანსპორტო საშუალება არსებულ ავტობუსებთან შედარებით 50%-ით ეკონომიურია.
ბათუმს ამ ეტაპზე 15 ერთეული ლურჯი ავტობუსი მოემსახურება. წლის ბოლომდე იგეგმება დამატებით 25 ავტობუსის შემოყვანა, მომავალ 2019 წელს კი ჩვენი ქალაქისთვის ელექტროავტობუსების შესყიდვა განხორციელდება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3461
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები