ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
კომისიის სხდომა
08 აგვისტო 2018
 

მალე ბათუმში დიდი ქართველი მეფის დავით აღმაშენებლის ძეგლი დაიდგმება. დღეს საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომაზე ძეგლის განთავსების ადგილის განსაზღვის შესახებ განკარგულების პროექტზე იმსჯელეს.

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით ძეგლის (ქანდაკების) განთავსების ადგილად განისაზღვრა ქ.ბათუმში აღმაშენებლისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩების კვეთაში არსებული წრიული. აღნიშნულ წრიულთან თავს ექვსი ქუჩა იყრის: აბუსერიძის, კაჭარავას, აღმაშენებლის, კობალაძის, ანგისის და აეროპორტის გზატკეცილი.
პროექტის მიხედვით, ქალაქ ბათუმის მერია ვალდებულია უზრუნველყოს ძეგლის განთავსების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით საჭირო მოსამზადებელი ორგანიზაციული, სამართლებრივი და საფინანსო ღონისძიებების განხორციელება (მათ შორის ძეგლის პროექტის (ესკიზის) შერჩევა (შესყიდვა) და მასალების მომზადება საქართველოს შესაბამისი სამთავრობო დეწესებულებასთან მისი შეთანხმების მიზნით.
კომისიის წევრებმა დღესვე 2018 წლის ქალაქის ბიუჯეტში ცვლილებებიც განიხილეს და წარმოდგენილი საკითხების განხილვა საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მიზანშეწონილად მიიჩნიეს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 287
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები